понедельник, 14 апреля 2014 г.

სასწავლო პროექტი -:"წიგნი თუ კომპიუტერი"

1.პროექტის სახელწოდება:  წიგნი თუ კომპიუტერი.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ კომპიუტერის დადებით და უარყოფით მხარეებზე. კომპიუტერის ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარება მცირე დროში მოიძიოს მასალა მისთვის საინტერესო თემაზე , იმოგზაუროს სახლიდან გაუსვლელად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, გამოიწეროს ავეჯი,  ავტომობილი, ნებისმიერი საჭირო ნივთი და ისაუბროს ნაცნობ-მეგობრებთან.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გავუღვივო ინტერესი თანამედროვე ცხოვრებაში კომპიუტერის მნიშვნელობაზე
4.პროექტის მიზნები:  მოსწავლეები მიეჩვევიან დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარებას, წერით მეტყველების კულტურის ამაღლებას.
5. მონაწილეთა ასაკი:15 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედგები/პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები დაწერენ წერით თხზულებას აღნიშნულ თემაზე , სადაც ისაუბრებენ წიგნისა და კომპიუტერის მნიშვნელობაზე  XXI საუკუნეში.  ხელნაწერ ჟურნალი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  გამოჩენილი მეცნიერის უმბერტო ეკოს   ნაშრომი   „წიგნი თუ  კომპიუტერი’’ ,  თაბახები  მარკერი და კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): წაიკითხავენ უმბერტო ეკოს ნაშრომს, გაუზიარებენ ერთმანეთს თავის მოსაზრებას, გამართავენ დისკუსიას და დაწერენ თხზულუბას დამოუკიდებლად. გამოუშვებენ ხელნაწერ ჟურნალს.
10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ესგ მიმართულება კითხვა VIII, 1.წერა,VIII 1,2,3, ისტ -ის მასწავლებელთან.
11.პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნუნუ ბლიაძე, ახალი  სამგორის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი .
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: bliadzenunu@gmail.com.

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

მიტოვებული წიწილა

მაშ თქვენ ამბობთ, რომ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს, სამშობლოდან არ გაჰქცევია სულთამხუთავებს. თუ  მარტოოდან უიმედო  ტრფობის ბრალია,რომ ამ მგოსანმა უცხოეთში სული დალია.  ნუთუ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე საბა-სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს.

ბზობა

ძვირფასო ნუნუ , გილოცავ ბზობას, დაესწარი მრავალს შენი ოჯახით. პატივისცემით შენი მელია.