понедельник, 14 апреля 2014 г.

სასწავლო პროექტი -:"წიგნი თუ კომპიუტერი"

1.პროექტის სახელწოდება:  წიგნი თუ კომპიუტერი.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ კომპიუტერის დადებით და უარყოფით მხარეებზე. კომპიუტერის ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარება მცირე დროში მოიძიოს მასალა მისთვის საინტერესო თემაზე , იმოგზაუროს სახლიდან გაუსვლელად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, გამოიწეროს ავეჯი,  ავტომობილი, ნებისმიერი საჭირო ნივთი და ისაუბროს ნაცნობ-მეგობრებთან.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გავუღვივო ინტერესი თანამედროვე ცხოვრებაში კომპიუტერის მნიშვნელობაზე
4.პროექტის მიზნები:  მოსწავლეები მიეჩვევიან დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარებას, წერით მეტყველების კულტურის ამაღლებას.
5. მონაწილეთა ასაკი:15 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედგები/პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები დაწერენ წერით თხზულებას აღნიშნულ თემაზე , სადაც ისაუბრებენ წიგნისა და კომპიუტერის მნიშვნელობაზე  XXI საუკუნეში.  ხელნაწერ ჟურნალი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  გამოჩენილი მეცნიერის უმბერტო ეკოს   ნაშრომი   „წიგნი თუ  კომპიუტერი’’ ,  თაბახები  მარკერი და კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): წაიკითხავენ უმბერტო ეკოს ნაშრომს, გაუზიარებენ ერთმანეთს თავის მოსაზრებას, გამართავენ დისკუსიას და დაწერენ თხზულუბას დამოუკიდებლად. გამოუშვებენ ხელნაწერ ჟურნალს.
10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ესგ მიმართულება კითხვა VIII, 1.წერა,VIII 1,2,3, ისტ -ის მასწავლებელთან.
11.პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნუნუ ბლიაძე, ახალი  სამგორის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი .
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: bliadzenunu@gmail.com.

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий